თამაშგარე

10:57 | 21.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

კატალინა ოტალვარო  - საახალწლო ოცნება

ახალი წელი მოდის და ყველა ქვეყანაში განსაკუთრებული მონდომებით ემზადებიან ამ დღისთვის. ცხრა მთასა და ცხრა ზღვის იქით კოხტად მოწკეპილ კოლუმბიაში კი ამბობენ – კარგი ახალი წელი თუ გინდა გქონდეს და ბედნიერი იყო, შენს გვერდით კატალინა ოტალვარო უნდა ნებივრობდესო.

ვინ არის ასეთი კატალინა ოტალვარო? ალბათ ფოტოებიდანაც ხვდებით, რომ კატალინა ერთობ კოხტა და ეშხისმფრქვეველი ვინმეა და სწორედ ამიტომაც, კოლუმბიაში ბობოლა საფეხბურთო კლუბმა “სანტა ფემ” დიდი ფიქრისა და სჯა-ბაასის გარეშე, ეს მშვენიერი ასული, თავის მუზად სცნო და დაასახელა.

კატალინა ოტალვარო რამდენიმე წლის წინ, “მის კოლუმბიადაც” აღიარეს და ყელზეც შესაბამისი ლენტი შეაბეს, მაგრამ ასეთ ქალს ლენტი და მარყუჟი დაიჭერს? თუკი ახალსოფლელი ბაბულა ვერ დაიჭირა ხალათმა და ხირხალასთან გაჩენილი პირადი გრძნობები ეგრე თამამად აფრქვია, კატალინა ხომ წარმოგიდგენიათ რეებსაც იზამს...

0.15696