ესპანეთის ჩემპიონატის მე-16 ტურის მეორე სათამაშოს ხუთი შეხვედრა გაიმართა. განსაკუთრებულ ინტერესს “ლა როსალედაზე” გასამართი მატჩი იწვევდა, სადაც მადრიდის “ატლეტიკო” ადგილობრივ “მალაგას” სტუმრობდა. მადრიდელები ქულის მოპოვების შემთხვევაშიც პირველ ადგილზე გადადიოდნენ და შობას ლიდერის რანგში ხვდებოდნენ, რადგანაც “ბარსელონას” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამო ამ ტურში არ უთამაშია.
დიეგო სიმეონეს გუნდს ძალიან მძიმე მატჩი გამოუვიდა და საბოლოოდ საერთოდ უქულოდა დარჩა. “როხიბლანკოს” მდგომარეობა 61-ე წუთზე დამძიმდა, როდესაც მათმა კაპიტანმა გაბიმ ხუთწუთიან მონაკვეთში ორი გაფრთხილება მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. “მედუზებმა” რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენეს და მატჩის მიწურულს დაწინაურება მოახერხეს, 86-ე წუთზე ჩარლესი ახლო მანძილიდან ურტყამდა, ბურთი დიეგო გოდინს მოხვდა და ისე შეიცვალა მიმართულება, რომ იან ობლაკმა საკუთარი გუნდის გადარჩენა ვეღარ მოახერხა – 1:0.
“ატლეტიკო” კვლავ ჩემპიონატის თანალიდერია, თუმცა “ბარსელონას” ერთი თამაში თადარიგში აქვს. “მალაგამ” კი, ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და მე-13 პოზიციამდე აღზევდა.
დღის გახსნითი შეხვედრა “სანტიაგო ბერნაბეუზე” შედგა, სადაც “რეალმა” მადრიდულ დერბიში “რაიო ვალეკანოს” უმასპინძლა. სტუმართა მთავარი მწვრთნელი ამბობდა, რომ მისი გუნდი აუცილებლად კარგად ითამაშებდა და მატჩი მართლაც ასე დაიწყო, თუმცა პაკო ხემესის გუნდისთვის საშინლად დასრულდა.
შეხვედრა სტუმრებმა უკეთ დაიწყეს და 15 წუთის განმალობაში მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდნენ, თუმცა ანგარიში მაინც “რეალმა” გახსნა - მე-3 წუთზე უმეთვალყურეოდ დარჩენილმა დანილომ იოელს ახლო მანძილიდან გაუტანა და უნდა ითქვას, რომ ესპანელმა მეკარემ მთლად კარგად ვერ ითამაშა. სტუმრებმა წონასწორობა მე-10 წუთზე აღადგინეს, ანტონიო ამაიამ კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთზე ითამაშა და თავური დარტყმით გაათანაბრა. ორ წუთში უკვე ხოზაბედის თავური გამოდგა შედეგიანი და “რაიო” წინ გავიდა. ერთ წუთში ხოზაბედს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ კეილორ ნავასმა კარგად ითამაშა.
ეს იყო ალბათ ბოლო ეპიზოდი, სანამ შეხვედრა ინტერესს დაკარგავდა. მე-14 წუთზე ტიტომ არასაჭირო ვითარებაში ტონი კროოსის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა, იგლესიას ვილანუევამაც სტუმრები არ დაინდო და მცველს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. ამის შემდეგ, ხემესის შეგირდებმა მთლიანად უკან დაიხიეს და შეტევაზე ვეღარ ფიქრობდნენ. “ბლანკოსმა” რიცხობრივი უპირატესობა ძალიან მალე გამოიყენა და 10 წუთში ბეილმა წონასწრობა აღადგინა. მადრიდელები გამარჯვებას ნამდვილად მოიპოვებდნენ, მაგრამ 29-ე წუთზე მომხდარი ფაქტის გამო “ბლანკოსის” დღევანდელი ხმაურიანი მოგება ბევრმა დააკნინა. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა სტუმრები საბოლოოდ გაწირა, მან ძალიან საკამათო ვითარებაში პენალტი დანიშნა და მოედნიდან ბაენა გააძევა. 11-მეტრიანი რონალდუმ ზუსტად შეასრულა, ხოლო ტაიმის ბოლომდე ბეილმა კიდევ ერთი ბურთი გაიტანა და პირველი ნახევარი 4:2 დასრულდა.
მეორე ტაიმში “რეალმა” დემორალიზებული 9-კაციანი მეტოქე არ დაინდო, კიდევ ექვსი გოლი გაუტანა და დამამცირებელი ანგარიშით 10:2 მოუგო. ბეილმა პოკერი შეასრულა, ბენზემამ ჰეთ-თრიკი, ხოლო რონალდუ დუბლით გამოირჩა. “რეალმა” 33 ქულა დააგროვა და ლიდერებთან სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა.
ნოლიტოს გარეშე იმარჯვა “სელტამ”, რომელმაც იაგო ასპასისა და ორელიანას გოლებით გასვლაზე “გრანადა” დაამარცხა, 31 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილი შეინარჩუნა.
“სელტას” მსგავსად, საგარეო გამარჯვება მოიპოვა “ვილიარეალმა”. ვალენსიურმა კლუბმა დენის სუარესის დუბლის წყალობით “ანოეტაზე” იმარჯვა. მარსელინიო ტორალის კრებული მე-5 პოზიციას იკავებს და “სელტას” 1 ქულით ჩამორჩება.
“ბილბაომ” საკუთარ მოედანზე ბოლო ადგილოსანი “ლევანტე” მიიღო და დამაჯერებლად დაამარცხა. “ბაყაყებმა” პირველი ტაიმი გაძლეს, თუმცა მეორე ნახევარში მალევე გატყდნენ. მასპინძლები 55-ე წუთზე მიკელ სან ხოსემ დააწინაურა, ხოლო 82-ე წუთზე ადურისის მშვენიერი გადაცემით ინიაკი უილიამსმა იხეირა – 2:0.
რეალი – რაიო ვალეკანო 10:2 (4:2)
მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”
რეალი (4-3-3): ნავასი, რამოსი, პეპე, მარსელო (ვაზკესი 62), დანილო, კროოსი, მოდრიჩი, ხამესი (კოვაჩიჩი 65), ბეილი (არბელოა 74), რონალდუ, ბენზემა.
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): იოელი, ზე კასტრო (კაბალიერო 80), ამაია, ტიტო, ნ.მარტინესი, ბაენა, ტრაშორასი, პ.ერნანდესი (ქუინი 21), ბანგურა (ბებე 63), ხოზაბედი, გერა.
მწვრთნელი: პაკო ხემესი
გოლები: 1:0 დანილო (3), 1:1 ამაია (10), 1:2 ხოზაბედი (12), 2:2;4:2;7:2;8:2 ბეილი (25;41;61;70), 3:2;6:2 რონალდუ (30 პენ. 53), 5:2;9:2;10:2 ბენზემა (48;79;90)
გაფრთხილებები: დანილო – ტრაშორასი, ბაენა, ნ.მარტინესი
გაძევებები: ტიტო (14), ბაენა (28)
მსაჯი: იგლესიას ვილანუევა
ბილბაო – ლევანტე 2:0 (0:0)
ბილბაო, “სან მამესი”
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ლაპორტე, ეჩიტა, დე მარკოსი, ბალენსიაგა, სან ხოსე, ბენიატი, რაულ გარსია (ბოვედა 85), უილიამსი (მუნიაინი 87), სუსაეტა (მ.რიკო 74), ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
ლევანტე (4-1-4-1): მარინიო, დ.ნავარო, ფედალი, პ.ლოპესი (დეივერსონი 78), ტონიო, სიმაო (ვერზა 69), ხუმეტრა (მორალესი 69), ლერმა, კამარასა, რუბენ გარსია, გილასი.
მწვრთნელი: რუბი
გოლები: 1:0 სან ხოსე (55), 2:0 უილიამსი (82)
გაფრთხილებები: ტონიო, სიმაო, ფედალი, პ.ლოპესი, ლერმა
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი
გრანადა – სელტა 0:2 (0:2)
გრანადა, “ლოს კარმენესი”
გრანადა (4-3-3): ა.ფერნანდესი, ბაბინი, ლომბანი, ბირაგი, ფოლქიერი, ფ.რიკო (ელ არაბი 46), რ.პერესი, მარკესი (იბანესი 75), როჩინა (აგბო 67), საკსესი, პენარანდა.
მწვრთნელი: ხოსე რამონ სანდოვალი
სელტა (4-2-3-1): ს.ალვარესი, კაბრალი, მალიო, ხონი, პლანასი, ვასი, ა.ფერნანდესი, ორელიანა (ს.გომესი 89), სენე (დიოპი 93), ბონგონდა, ასპასი (გუიდეტი 81).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო
გოლები: 0:1 ორელიანა (21), 0:2 ასპასი (45)
გაფრთხილებები: როჩინა, საკსესი, რ.პერესი, აგბო – ასპასი, პლანასი
მსაჯი: ხუან მარტინეს მუნუერა
სოსიედადი – ვილიარეალი 0:2 (0:1)
სან-სებასტიანი, “ანოეტა”
სოსიედადი (4-3-3): რული, ი.მარტინესი, რეიესი, ელუსტონდო, ბერჩიჩი (ლიტრი 80), გრანერო (პრიეტო 57), ილარამენდი, კანალესი, ბრუმა (ჯონათასი 71), ველა, აგირეჩე.
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი
ვილიარეალი (4-4-2): არეოლა, რუისი, მუსაჩიო, ხ.კოსტა, რუკავინა, პინა (ტრიგეირასი 67), ჯ.დოს სანტოსი (ლეივა 72), სორიანო, დ.სუარესი, სოლდადო (კასტილიეხო 80), ბაკამბუ.
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი
გოლები: დ.სუარესი (27;88)
გაფრთხილებები: კანალესი, ი.მარტინესი – ტრიგეირასი
მსაჯი: დელ სერო გრანდე
მალაგა – ატლეტიკო 1:0 (0:0)
მალაგა, “ლა როსალედა”
მალაგა (4-4-2): კამენი, ალბენტოსა, ველიგტონი, მ.ტორესი (სანტა კრუზი 79), როსალესი, კამაჩო, რესიო, ამრაბატი (ხუანპი 90), ხ.კარლოსი, ჩოპი (დუდა 70), ჩარლესი.
მწვრთნელი: ხავი გრასია
ატლეტიკო (4-3-3): ობლაკი, გოდინი, ხიმენესი, ხუანფრანი, ლუისი, საული, გაბი, კოკე, კარასკო (ტეიე 64), გრიზმანი, ვიეტო (ფ.ტორესი 46).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
გოლი: ჩარლესი (86)
გაფრთხილებები: ალბენტოსა, ჩარლესი, როსალესი – ლუისი, ვიეტო, კარასკო, გაბი, ტეიე
გაძევება: გაბი (61)
მსაჯი: მატეუ ლაოსი