ბელარუსის დედაქალაქ მინსკში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ბლიცსა და რაპიდში, რომელშიც ერთადერთი ქართველი მოჭადრაკე ბაადურ ჯობავა (2700) თამაშობდა.
შეგახსენებთ, რომ ბლიცში ბაადურს 35-ე ადგილი ერგო, რაპიდში კი უარესი შედეგი აღმოაჩნდა – 55-ე. ჯობავამ 11 ტურში 7.5 ქულის მოგროვება მოახერხა.
რაპიდში ჩემპიონი რუსი ივან პოპოვი (2658) გახდა, რომელმაც 10.0 ქულა მიითვალა, სომეხმა ჰრანტ მელკუმიანმა (2675) 9.5 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა, ბრინჯაო კი ვადიმ რაზინს (უკრაინა, 2496) ერგო, რომელმაც კიდევ შვიდ მონაწილეს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.