თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში “ბალონკესტო სევილიას” 89:73 სძლია და 8 მოგებით და 3 მარცხით მე-4 ადგილი შეინარჩუნა.
ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 19:38 წუთში 5 ქულა, 1 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.
შენგელიამ 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
ბასკური კლუბის რიგებში საუკეთესო ბერძენი ცენტრი იოანის ბურუსისი იყო, რომელმაც 18 ქულას 10 მოხსნა წაამატა.
“ლაბორალ კუჩას” მომდევნო მატჩი 23 დეკემბერს ელის, როდესაც აუტსაიდერ “გიპუსკოა ბასკეტს” ესტუმრება.