მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკამ” თურქეთის ჩემპიონატში “ბეშიქთაში” 99:86 დაამარცხა, რაშიც ქართველმა კალათბურთელმა დიდი წვლილი დაიდო.
მარკოიშვილი სტამბოლურ დერბიში მოედანზე 28:54 წუთი გამოჩნდა და თითქმის უშეცდომოდ ესროლა. მანუჩარმა 3-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 სამქულიანი ჩააგდო და 16 ქულას 1 მოხსნა და 2 პასი წაამატა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთერთმა ლიდერმა ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო. მარკოიშვილის გარდა, მასპინძელთაგან ამერიკელი ჯეიმონ ლუკასიც გამოირჩა, “ბეშიქთაშს” კი პოლონელმა მაჩიეი ლამპემ ულიდერა 23 ქულით.
“დარუშაფაკამ” 7 მოგება და 4 მარცხი მოაგროვა და “გალათასარაის” და “ფენერბაჰჩეს” შემდეგ, სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფება. მარკოიშვილის კლუბი შემდეგ მატჩს 24 დეკემბერს, სტუმრად, “ტრაბზონსპორთან” ჩაატარებს.