კალათბურთი

23:47 | 20.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

1 ქულა ორმაგ დუბლამდე

ბექა ბურჯანაძის “ლეიმა ბასკეტ კორუნამ” ესპანეთის რანგით მე-2 დივიზიონ ლებ-გოლდში უკანასკნელი 6 ტურიდან მეხუთეში გამარჯვება იზეიმა და 16-გუნდიან ლიგაში მე-9 ადგილზე აინაცვლა.

ამჯერად, კორუნელები “პლანასა ნავარას” დაუხვდნენ და 74:70 სძლიეს, ქართველ კალათბურთელს კი ორმაგ დუბლამდე ერთადერთი ქულა დააკლდა.

ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 29:03 წუთში 9 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა. ბექამ 2-დან 1 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

ბურჯანაძის კლუბი ახალ წლამდე კიდევ ერთ მატჩს ჩაატარებს. “ლეიმ ბასკეტ კორუნა” 30 დეკემბერს “ასტელ ფორსა ლეიდას” ესტუმრება.

0.06415