ფრანგულმა “გრაველინ-დიუნკერკმა” გიორგი ცინცაძესთან კონტრაქტი გაწყვიტა. ქართველმა კალათბურთელმა საფრანგეთის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურშიც ითამაშა და 9 წუთში 3 ქულა ჩააგდო, ამიერიდან კი ახალი კლუბის მოძიება მოუწევს.
გიორგიმ ფრანგულ კლუბში 13 მატჩის ჩატარება მოასწრო, მისი საშუალო მონაგარი კი ასეთი გახლდათ: 12.3 წუთი, 3.9 ქულა, 1.2 მოხსნა, 1.3 პასი.
გრაველინელებმა ცინცაძის შემცვლელი უკვე მოძებნეს. ის ამერიკელი ტაირონ ბრაზელტონია, რომელიც თურქულ “ქონიასპორში” თამაშობდა და საშუალოდ 10.7 ქულას და 5.0 პასს აგროვებდა.