“ვერიას” აწ უკვე ყოფილმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი მერებაშვილმა “ლევადიაკოსთან” 1.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია შემტევი ნახევარმცველის ახალი გუნდის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ოფი-ს და “ვერიას” შემდეგ გიორგისთვის “ლევადიაკოსი” კარიერაში მესამე ბერძნული გუნდია. მიმდინარე სეზონში მერებაშვილმა 11 მატჩი ჩაატარა და თავი 1-1 გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. გასულ სეზონში კი ოფი-ს რიგებში 21 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 3-ჯერ თანაგუნდელებსაც გაატანინა.
Transfermarket-ის ინფორმაციით, ქართველი ლეგიონერის სატრანსფერო ღირებულება 2015 წლის 27 სექტემბრის მონაცემების მიხედვით 700 000 ევროს შეადგენს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები
ეს ისე სწრაფად იცვლის გუნდს მემგონი თანაგუნდელები გაცნობას ვერ ასწრებენ.
წარმატებები!
DDD
იმედია სეზონის ბოლომდე აღარ მოუწევს 1-2 კლუბი გამოცვლა
ხიზანა აზერებში უკვე ბომბარდირებში გაერია