კალათბურთი

14:38 | 20.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

57-ქულიანი მარცხი ყაზახეთში

თბილისურმა “ვითამ” ვთბ-ლიგაში ზედიზედ მე-13 მარცხი განიცადა და თანაც, ამჯერადაც კატასტროფული ანგარიშით წააგო. ქართული კლუბი ყაზახეთში “ასტანას” სტუმრობდა და 57 ქულის სხვაობით – 61:118 დამარცხდა.

სტუმართა რიგებში ყველაზე შედეგიანი მერაბ ბოქოლიშვილი იყო 23 ქულით, ლევან შენგელიამ ორმაგი დუბლი (13 ქულა, 12 მოხსნა) შეასრულა და 13 ქულა ჩააგდო ირაკლი ჩლაიძემაც.

“ვითა” მომდევნო მატჩს უკვე მომავალ წელს, 3 იანვარს თბილისში ჩაატარებს. სპორტის სასახლეს ამჯერად სარატოვის “ავტოდორი” ესტუმრება.

"ასტანა" - "ვითა" 118:61

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111352