გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 5 შეხვედრა გაიმართა.
“ოკლაჰომამ” შინ “ლეიკერსი” 118:78 გაანადგურა. ლოს ანჯელესელებს გუნდის ლიდერი კობი ბრაიანტი მხრის ტრავმის გამო არ ჰყავდა. “ოკლაჰომელებმა” გუნდური კალათბურთი ითამაშეს და 7 კალათბურთელს მინიმუმ 10 ქულა ჰქონდა ჩაგდებული, მათ შორის 22 ქულით საუკეთესო კევინ დურანტი გახლდათ. “ლეიკერსმა” კლუბის ისტორიაში -40 ან უფრო დიდი ანგარიშით შეხვედრა მეექვსედ წააგო.
“ჰიუსტონმა” საკუთარ დარბაზში “კლიპერსს” 107:97 აჯობა. შეხვედრის ბედი პირველსავე პერიოდში გადაწყდა, რომელიც ტეხასელებმა 38:17 იმარჯვეს. დუაიტ ჰოვარდმა ორმაგი დუბლი შეასრულა 22 ქულა, 14 მოხსნა. “კლიპერსში” 22 ქულით გრიფინი გამოირჩა. “ჰიუსტონი” 14 მოგებით და ამდენივე წაგებით დასავლეთ კონფერენციის მეშვიდე ადგილზე იმყოფება. ამავე კონფერენციაში “კლიპერსი” 16 მოგებით და 12 წაგებით მეოთხე ადგილზეა.
“ოკლაჰომა” – “ლეიკერსი”
118:78 (35:15, 32:26, 25:14, 26:23)
https://www.youtube.com/watch?v=nJcGL5OZc_E
“ვაშინგტონი” – “შარლოტ ჰორნეტსი” 109:101 (28:27, 31:26, 27:22, 23:26)
https://www.youtube.com/watch?v=dFGOGow-iZU
“ნიუ იორკი” – “ჩიკაგო” 107:91 (25:18, 24:21, 28:29, 30:23)
https://www.youtube.com/watch?v=BZaIg0gaPuQ
“ჰიუსტონი” – “კლიპერსი” 107:97 (38:17, 19:29, 26:25, 24:26)
https://www.youtube.com/watch?v=AEqgiYgaD7c
“მემფისი” – “ინდიანა” 96:84 (21:16, 23:27, 26:23, 26:18)