ფეხბურთი

3:41 | 20.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიას” მოუგებელი სერია გრძელდება, “ბენიტო ვილამარინზე” სევილიური დერბი უგოლოდ დასრულდა

ესპანეთის ჩემპიონატის მე-16 ტურის ცენტრალური შეხვედრა “ბენიტო ვილამარინზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “ბეტისმა” სევილიურ დერბიში “სევილიას” უმასპინძლა.

კლუბები ერთმანეთისგან მეზობლად იმყოფებოდნენ და “სევილია” თანაქალაქელს მხოლოდ 3 ქულით უსწრებდა. მიმდინარე სეზონში “ბეტისი” საკუთარ მოედანზე ძალიან ცუდად ასპარეზობს, ხოლო “სევილია” – გასვლაზე, რაც ისედაც გამორჩეულ დერბის, კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა.

უნაიმ ემერიმ “ხიხონთან” მოგებულ (2:0) მატჩში ძირითად შემადგენლობაში მყოფი სამი მოთამაშე: ესკუდერო, ნ’ზონზი და ლორენტე – ტრემულინასით, კონოპლიანკათი და გამეიროთი ჩაანაცვლა.

ცვლილებები იყო “ბეტისის” შემადგენლობაშიც. მიმდინარე სეზონში “მწვანეები” ძირითადად 4-4-2 ტაქტიკით თამაშობენ, თუმცა პეპე მელმა დერბიში 4-2-3-1 ტაქტიკით გაიყვანა გუნდი და წინა ტურში ძირითად შემადგენლობაში მყოფი ასევე 4 მოთამაშე შეცვალა: ფიგეირასი, პიცინი, ხავი ტორესი და მოლინა. ისინი ბრუნო გონსალესმა, მოლინერომ, ნ’დიაიემ და სებალიოსმა ჩაანაცვლა.

შეხვედრა საშუალო ტემპში დაიწყო და თავდაპირველად უპირატესობას “სევილია” დაეუფლა. საწყისი 15 წუთის განმალობაში სტუმართა უპირატესობა დიდი გახლდათ და მე-10 წუთზე კევინ გამეიროს ანგარიშის გახსნის 100%-იანი შანსი ჰქონდა. ფრანგი ფორვარდი ევერ ბანეგამ ბრწყინვალე გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ გამეირომ ანტონიო ადანს ვერ აჯობა. ამის შემდეგ “ბეტისმა” თამაში გაათანაბრა, თუმცა სახიფათო მომენტებს ვერ ქმნიდა.

სევილიური დერბიში კლუბებმა ძალიან ცოტა სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა მატჩს მოსაწყენი ნამდვილად არ ეთქმოდა. პირიქით, ასეთ ბრძოლას ძალიან ცოტა შეხვედრაში თუ ვნახავთ. უკლებლივ ყველა მოთამაშე ბოლომდე იბრძოდა და შესაძლებლობის ზღვარზე ირჯებოდა. ხშირი გახლდათ უხეშობა, წაკინკლავება და მსაჯთან კამათი, ხოლო რამდენიმე ეპიზოდში კინაღამ სერიოზული ჩხუბი წარიმართა ფეხბურთელებს შორის. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ კლოს გომესმა მოთამაშეებს 12-ჯერ უჩვენა ყვითელი ბარათი.

ტაიმის დასრულებამდე კიდევ ერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა, ევგენი კონოპლიანკას კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ დარტყმა დააგვიანა და მცველებმა სიტუაციის განმუხტვა მოახერხეს.

მეორე ტაიმშიც აბსოლუტურად იგივე სურათი იყო და დასაწყისში კვლავ გამეიროს შეეძლო გატანა, მაგრამ ადანს ვერც ამჯერად აჯობა. დარჩენილ დროში ორივე გუნდს რამდენიმე ნახევარმომენტი ჰქონდა, თუმცა განსაკუთრებით სახიფათო არცერთი ყოფილა და შეხვედრა ლოგიკური ანგარიშით 0:0 დასრულდა.

Marca-სგან ყველაზე მაღალი შეფასება სამმა მოთამაშემ დაიმსახურა. მასპინძელთაგან ადანმა და ნ'დიაიემ, ხოლო სტუმართაგან რამიმ. მათ 10 ბალიდან 7 მიიღეს.

გარი ნევილის ხელმძღვანელობით ლა ლიგაში “ვალენსიამ” მეორედ ითამაშა და ეს შეხვედრაც ფრედ დასრულდა. მასპინძლები პაბლო სარაბიას ლამაზი ჯარიმითა და ანხელ ლაფიტას (რომელიც აიმენ აბდენურის უხეშ შეცდომას მოჰყვა) გოლებით ორჯერ იგებდნენ, თუმცა პაკო ალკასერმა და სანტი მინამ 35-ე წუთისთვისვე მოახერხეს გათანაბრება და “ვალენსიას” მეორე ტაიმში მოგებაზე თამაში თავისუფლად შეეძლო.

“ლოს ჩე” მეორე ნახევარში უფრო გააქტიურდა, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, მაგრამ ან ვისენტე გუაიტა თამაშობდა კარგად, ანაც დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ მასპინძლები. დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა დანიელ პარეხოს შესრულებულ ჯარიმას, ჩანდა, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა და ამის შემდეგ გამოიტანა ვისენტე გუაიტამ, მაგრამ ფერნანდეს ბორბალანმა გოლი არ დააფიქსირა. “ღამურები” მთელი მატჩი უტევდნენ, თუმცა ბოლოსკენ “ხეტაფემაც” გაიღიძა და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ანხელ ლაფიტამ ძელს გაარტყა ბურთი – 2:2. აღსანიშნავია, მასპინძელთა რიგებში ახალგაზრდა ფეხბურთელის ჟოაო კანსელოს შესანიშნავი თამაში. მან ორივე გოლში უდიდესი წვლილი შეიტანა და Marca-მ მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელა: 10 ბალიდან 8.5. თუმცა, გამარჯვებისთვის საკმარისი მხოლოდ კანსელოს კარგი თამაში არ აღმოჩნდა. "ვალენსიას" ლა ლიგაში 5 მატჩია არ მოუგია (4 ფრე და 1 წაგება).

“ესპანიოლის” მწვრთნელის რანგში წარმატებული დებიუტი გამოუვიდა კონსტანტინ გალსას, რომლის ახალმა გუნდმაც ფელიპე კაისედოს გოლით შინ “ლას პალმასი” დაამარცხა.

დღის დასკვნითი შეხვედრა კი “რიასორზე” გაიმართა, სადაც მიმდინარე სეზონში მშვენივრად მოთამაშე “დეპორტივომ” “ეიბარი” მიიღო და ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა. მასპინძლებმა ტაიმი ლუკას პერესის ზუსტი პენალტით მოიგეს, რომელმაც მიმდინარე ლა ლიგაში მე-12 გოლი გაიტანა. 68-ე წუთზე ლუისინიოს სიმულაციის გამო, მეორე ყვითელი ბარათი უჩვენეს და მოედნის დატოვება მოუწია, მაგრამ გალისიელებს პრობლემა არ შექმნიათ და 5 წუთში არიბასმა თავური დარტყმითYსაბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.

ვალენსია – ხეტაფე 2:2 (2:2)

ვალენსია, “მესტალია”

ვალენსია (4-3-3): დომენეში, აბდენური, მუსტაფი, ბარაგანი, გაია (მინა 34), ბარბოსა (დე პაული 85), გომეში, პარეხო, პიატი (ნეგრედო 73), კანსელო, ალკასერი.
მწვრთნელი: გარი ნევილი

ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა, ალექსისი, კალა, ლაგო (იოდა 60), დ.სუარესი, ხ.როდრიგესი, ლასენი, ვ.როდრიგესი (ლეონი 69), სარაბია, ლაფიტა, სცეპოვიჩი (ვაზკესი 80).
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

გოლები: 0:1 სარაბია (10), 1:1 ალკასერი (15), 1:2 ლაფიტა (22), 2:2 მინა (35)
გაფრთხილებები: ბარბოსა, ბარაგანი – ლაგო, ალექსისი, ლეონი, დ.სუარესი, ხ.როდრიგესი, ლაფიტა
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი

ესპანიოლი – ლას პალმასი 1:0 (0:0)

ბარსელონა, “კორნელია ელ პრატი”

ესპანიოლი (4-2-3-1): პაუ, როკო, ა.გონსალესი, ხ.ლოპესი, დუარტე, ვ.სანჩესი (აბრაჰამი 79), დიოპი, ხ.მორენო (სევილია 57), ასენსიო, ჰ.პერესი, კაისედო (ბურგუი 86).
მწვრთნელი: კონსტანტინ გალსა

ლას პალმასი (4-2-3-1): ვარასი, ერნანი, აიტამი, სიმონი, კასტელიანო, ვ.გომესი, მესა (კულიო 77), ნაუზეტი (ვ.ხოსე 66), ტანაუსუ (ელ ჟარი 57), მომო, არაუხო.
მწვრთნელი: კიკე სეტიენი

გოლი: კაისედო (67)
გაფრთხილებები: დიოპი, ხ.მორენო, ჰ.პერესი, სევილია – ერნანი, აიტამი, მესა, ვ.ხოსე
მსაჯი: მელერო ლოპესი

ბეტისი – სევილია 0:0

სევილია, “ბენიტო ვილამარინი”

ბეტისი (4-2-3-1): ადანი, ვესტერმანი, ბ.გონსალესი, ვარგასი, მოლინერო (ვარელა 84), ნ’დიაიე, პეტროსი, სებალიოსი (დიგარდი 76), სეხუდო, ხოაკინი (ვან ვოლფსვინკელი 70), რ.კასტრო.
მწვრთნელი: პეპე მელი

სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, რამი, კოლოძიეჩაკი, მარიანო, ტრემულინასი, კრიხოვიაკი, კრონ-დელი (იბორა 60), ვიტოლო, ბანეგა, კონოპლიანკა (რეიესი 72), გამეირო (ლორენტე 82).
მწვრთნელი: უნაი ემერი

გაფრთხილებები: მოლინერო, ვესტერმანი, სებალიოსი, სეხუდო, ხოაკინი, ადანი, დიგარდი – კრიხოვიაკი, ვიტოლო, ტრემულინასი, რამი, იბორა
მსაჯი: კლოს გომესი

დეპორტივო – ეიბარი 2:0 (1:0)

ლა კორუნია, “რიასორი”

დეპორტივო (4-4-2): ლუქსი, არიბასი, სიდნეი, ფ.ნავარო, ხუანფრანი, მოსკერა, ბერგენტინოსი, ფაჟრი, ლუისინიო, ლ.ალბერტო (კარტაბია 62), ლ.პერესი (ხ.დომინგესი 84).
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი

ეიბარი (4-4-2): რიესგო, პანტიჩი, მ.დოს სანტოსი, კაპა, ლუნა (კასტელიანო 45), დ.გარსია, ესკალანტე, ბერხონი (ინუი 23), კეკო (ვერდი 76), ბასტონი, ენრიჩი.
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

გოლები: 1:0 ლ.პერესი (41 პენ.), 2:0 არიბასი (73)
გაფრთხილებები: ლუისინიო – პანტიჩი, რიესგო
გაძევება: ლუისინიო (68)
მსაჯი: ესტრადა ფერნანდესი

თეგებილა ლიგა
0.216666