მილანის “ინტერის” ფეხბურთელმა მაურო იკარდიმ შესაძლოა კარიერა ესპანეთში გააგრძელოს. მადრიდის “ატლეტიკო” მზადაა არგენტინელ ფეხბურთელში 40 მილიონი ევრო გადაიხადოს. ინფორმაციას Corriere Dello Sport-ი ავრცელებს.
იტალიური გამოცემის ცნობით, “ნერაძურის” ხელმძღვანლობა მზადაა სამხრეთამერიკელი დათმოს. ტრანსფერი კი 2016 წლის ზაფხულში განხორციელდება.
მიმდინარე სეზონში 22 წლის თავდამსხმელმა 13 მატჩი ჩაატარა და თავი 6 გატანილი გოლით გამოიჩინა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება ზაფხულის მონაცემებით მიხედვით 32 მილიონ ევროს შეადგენს.