საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს კლუბი "მებრძოლი” ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია. ვენაში მიმდინარე "ოქროს ლიგის” შეხვედრებში მამაკაცთა ევროკონკურენციაში სულ 8 კლუბი ჩაერთო და მათგან დილის ბლოკი წაუგებლად "მებრძოლმა” და გერმანიის "აბენსბერგმა” ჩაამთავრეს.
ქართველმა ძიუდოისტებმა ტურნირი საფრანგეთის "სენტ ჟენევიევთან” შეხვედრით გახსნეს და 3:2 იმარჯვეს. ნახევარფინალში კი ასეთივე ანგარიშით აჯობეს პორტუგალიის "სპორტინგს”.
"აბენსბერგმა” ფინალის გზაზე სერბული "რედ სტარი” (4:1) და რუსული "იავარა ნევა” (3:2) ჩამოიშორა.
ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.