ძიუდო

16:00 | 19.12.2015 | ნანახია 0 - ჯერ

საგარეჯო ოქროს მიუახლოვდა, შევარდენი – ბრინჯაოს

ძიუდოს კლუბმა "საგარეჯომ” თბილისის ახალ სპორტის სასახლეში მიმდინარე ძიუდოისტთა საკლუბო ჩემპიონატის პირველ ლიგაში ორი შეხვედრა მოიგო და ფინალში გავიდა, რითაც "ოქროს ლიგის” საგზური უკვე გაინაღდა. მეორე ქართული კლუბი - "შევარდენი” კი რეპეშაჟის ფინალშია და საპრიზო სამეულს და ასევე უმაღლესი ლიგის ლიცენზიას ერთადერთი გამარჯვება აშორებს.

შეჯიბრებაში პირველ ნომრად განთესილი "სააგარეჯო” საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და გროზნოს "ედელვაისი” 4:1 დაამარცხა. ასეთივე ანგარიშით აჯობა ეკატერინბურგის "რატიბორეცსაც”. ფინალში კი ირაკლი ცირეკიძის გაწვრთნილი გუნდი რუსეთის კიდევ ერთ კლუბს – "ნალჩიკს” დაუპირისპირდება.

"შევარდენმა” ძირითად ბადეში გამოსვლა მეოთხედფინალში დაასრულა, ტიუმენის "ნიუ სტრიმთან” წაგებით (1:4). გურამ მოდებაძის შეგირდებმა ამ შეხვედრამდე ფრანგული "სუსი” ჩამოიშორეს (3:2). "ბრინჯაოს ფინალის” გზაზე კი ჰოლანდიის "ნორდ ოსტი” (4:1) და საფრანგეთის "სარტრუვილი” (4:1) დაამარცხეს და გადამწყვეტ ბრძოლაში "რაბიტორეცს” დაუპირისპირდებიან.

ფინალური ბლოკის შეხვედრები 17:30 საათიდან დაიწყება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:46 | 20.07.2017
deqstera_best_7 (1964)

გუგეშაშვილი, მალი, კუცია, ქოჩორაშვილი და ჩაკვეტაძე არიან ის ბიჭები რომლებსაც როგორც ვიცი შემდეგი 19 წლამდელიც უწევთ, მართალია?...

13:54 | 20.07.2017
რაჭა (10043)

თუ ჩაკვეტაძე ფიზიკაში მოუმატებს, დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშოს...
წარმატებები ორივეს

13:58 | 20.07.2017
რაჭა (10043)

ისე, ჩენმა გუნდებმა ევროპაზე ისეთი შედეგი დადეს, მშობლიურ ფეხბურთზე წერა და გინება არ დაზარება კაცს....

0.063949