ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ “მანჩესტერ იუნაიტედს” კაპიტანი უეინ რუნი გამოუჯანმრთელდა. ამის შესახებ “მანკუნიანელთა” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა განაცხადა.
“უეინ რუნიმ ვარჯიში გუნდთან ერთად დაიწყო არსებობს შანსი, რომ “ნორვიჩთან” ითამაშოს”, - თქვა ვან გაალმა.
ინგლისელ თავდამსხმელს ტრავმის გამო სამი შეხვედრის გამოტოვება მოუწია “ვესტ ჰემის”, “ვოლფსბურგისა” და “ბორნმუთის” წინააღმდეგ. გარდა რუნისა, “იუნაიტედს” “ნორვიჩთან” შეხვედრაში კრის სმოლინგი და ანდრე ერერაც უბრუნდებიან.
სხვათა შორის, რუნისთვის “ნორვიჩთან” მატჩი შესაძლოა ისტორიული აღმოჩნდეს – უეინს აქამდე “წითელი ეშმაკების” შემადგენლობაში 499-ჯერ უთამაშია (237 გოლი) და შესაბამისად, მისი მომდევნო თამაში საიუბილეო იქნება.
ამ შედეგით რუნის “მანჩესტერის” ისტორიაში მე-10 ადგილი უკავია და მასთან ყველაზე ახლოს ჯო სპენსია 410 მატჩით. რეკორდსმენი კი რაიან გიგზია – 963 თამაში.