ძიუდოისტთა ოქროს ლიგაში ევროპის უძლიერესი კლუბის ტიტულის მოსაპოვებლად 8 კლუბი იბრძოლებს. ავსტრიის დედაქალაქ ვენაში დღეს გასამართ შეჯიბრებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კლუბი "მებრძოლიც" ჩაებმება. საქართველოს ნაკრების ბაზაზე დაკომპლექტებულმა გუნდმა უმაღლესი ლიგის საგზური შარშან მოიპოვა. ახლა კი მიზანი "ოქროს ლიგის” მოგებაა.
"მებრძოლის” გარდა ავსტრიულ ტატამზე გავლენ: ავსტრიული "გალაქსი ვეფხვები", გერმანული "აბენსბერგი", ფრანგული "სენტ ჟენევიევ სპორტი", პორტუგალიული "სპორტინგი", სერბული "რედ სტარი" და ორი რუსული კლუბი: სანქტ პეტერბურგის "იავარა ნევა" და ვლადიკავკაზის "დინამო-ალანია".
ქართველი ძიუდოისტები ტურნირს "სენტ ჟენევიევ სპორტთან" შეხვედრით გახსნიან. გამარჯვების შემთხვევაში კი ნახავარფინალში "დინამო-ალანიასა" და "სპორტინგს” შორის უძლიერესს დაუპირისპირდებიან.
წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 13 საათიდან დაიწყება.
მებრძოლი
66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი და ამირან პაპინაშვილი
73 კგ - ნუგზარ ტატალაშვილი და შალვა ქარდავა
81 კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი და ზებედა რეხვიაშვილი
90 კგ - ვალერი ლიპარტელიანი და ზვიად გოგოჭური
+90 კგ - ადამ ოქრუაშვილი, ვახტანგ ოქრუაშვილი და გურამ თუშიშვილი