კალათბურთი

1:55 | 19.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძე სიმბოლურ ხუთეულში

კვირა არ გავა ბექა ბურჯანაძე ესპანეთის რანგით მე-2 ლიგის გამორჩეულ კალათბურთელთა შორის არ დაასახელონ. შეგახსენებთ, რომ ქართველი ფორვარდი ტურის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) უკვე 3-ჯერ გახდა, ამჯერად კი, ის ტურის სიმბოლურ ხუთეულში შეიყვანეს.

უკანასკნელ ტურში ბურჯანაძის “ლეიმა ბასკეტ კორუნამ” სტუმრად “ბარსელონას” II გუნდს 88:76 სძლია, ბექა კი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა 29 წუთში 8-დან 5 ორქულიანი, 8-დან 3 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო და 23 ქულას 13 მოხსნა და 1 ჩაჭრა წაამატა.

შედეგად, ბურჯანაძის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 30-ს უწია, რაც ტურის გამორჩეულ კალათბურთელთა შორის მოსახვედრად საკმარისი აღმოჩნდა.

ტურის უძვირფასესი მოთამაშის ტიტული “პლანასა ნავარას” ლიდერ ოლივერ არტეაგას ერგო, რომელმაც 32 წუთში 30 ქულა, 10 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. სხვათა შორის, 20 დეკემბერს ბურჯანაძის კლუბი სწორედ ნავარელებს უმასპინძლებს.

0.118206