ჭადრაკი

1:02 | 19.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯობავა და აზმაიფარაშვილი ევროპის ჩემპიონატზე

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ბლიცსა და რაპიდში, რომელშიც ქართველი მოჭადრაკე ბაადურ ჯობავაც (2700) ჩაება, გახსნის ცერემონიალში კი მონაწილეობა ევროპის საჭადრაკო ფედერაციის თავმჯდომარე ზურაბ აზმაიფარაშვილმა მიიღო.

მონაწილეები თავდაპირველად ერთმანეთს ბლიცში დაუპირისპირდნენ და გამარჯვებული თერთმეტ ტურში (თითო ტურში მოჭადრაკეები ორ პარტიას ატარებდნენ) გამოავლინეს.

პირველობა აზერბაიჯანელ რაუფ მამედოვს (2769) ერგო, რომელმაც 18.0 ქულა მოაგროვა და რუს ბორის სავჩენკოს (2658) დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.

ბრინჯაოს მედალი კიდევ ერთ რუს ალექსანდერ რიაზანცევს (2666) ერგო, ჯობავამ კი თავი 15.0 ქულას მოუყარა და 604 (!) მონაწილეს შორის 35-ე საფეხური დაიკავა.

შაბათ-კვირას მინსკში რაპიდში უძლიერესებს გამოავლენენ. 19 დეკემბერს პირველი-მესამე და მცირე შესვენების შემდეგ, მეოთხე-მეშვიდე ტურების პარტიები შედგება, 20-ში კი დარჩენილი მერვე-მეთერთმეტე ტურის პარტიებია დაგეგმილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122684