ფეხბურთი

0:13 | 19.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

სიგურდსონი ისლანდიის წლის საუკეთესო ფეხბურთელია

“სუონსის” ნახევარმცველი გილფი სიგურდსონი ისლანდიის 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია ისლანდიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

მიმდინარე სეზონში სიგურდსონმა პრემიერლიგის გუნდის მაისურით 17 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ფეხბურთელი ისლანდიის ეროვნული გუნდის რიგებში ბომბარდირი გახდა. გილფიმ 7 გოლი გაიტანა და ისლანდიასთან ერთად პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.

0.118635