კვირას, 20 დეკემბერს, 15:00 საათზე, ამერის სტადიონზე, (მის: თიანეთის გზატკეცილი 25) გაიმართება საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის მიერ ორგანიზებული საჩვენებელი მატჩი. ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ახალგაზრდული ორგანიზაციის გუნდი "იანუსი" და იძულებით გადაადგილებულ პირთა გუნდი "სოხუმის ცხუმი". აღნიშნული საფეხბურთო მატჩი წარმოადგენს პირველ ოფიციალურ სამოყვარულო საფეხბურთო მატჩს ქართული ფეხბურთის ისტორიაში.
მატჩში, ასევე მონაწილეობას მიიღებენ ამპუტანტ ფეხბურთელთა კლუბ "თბილისის" მოთამაშეები, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, ასევე პარლამენტის დეპუტატი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი დავით ლორთქიფანიძე.
მატჩს დაესწრებიან სპორტისა და ახალგაზდრობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ქალთა ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, ასევე სხვა სტუმრები და გულშემატკივრები.
საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დედა აღარ ყვავს ეშმაკებს! ფერგის მოსვლამდე ასე გამყოფოთ ფეხბურთის ღმერთმა!
ყავს
ერთი მხრივ ასეთი სიტუაცია კარგია ლივერპულისთვის,სანამ მანჩესტერში ასეთი არეულობაა შანსი აქვთ ჩემპიონობებით გაუთანაბრდნენ და ისევ გახდნენ ინგლისის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი,მაგრამ გარეთ მხდალი და შინ ძლიერი სიტი არ გვახარებს!
ახლა განსხვავებულად ვფიქრობ,მემგონი ატლეტიკოს სულშერი უფრო გამოაგდებდა,ვიდრე ეს პროფესორი რანგნიკი.ამ ძალად პროფესორს შანსი არ აქვს სიმეონესთან,ჩემი აზრით!