ფეხბურთი

15:38 | 18.12.2015 | ნანახია 0 - ჯერ

პერესმა “რეალს” ზიდანი გაწვრთნისო...

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ამბობს, რომ ლეგენდარული ფრანგი ზინედინ ზიდანი მისი გუნდის მწვრთნელი გახდება. ამის შესახებ პერესმა ესპანურ რადიო Cadena Ser-თან საუბრისას განაცხადა.

“ზიზუსთან ჩინებული ურთიერთობა მაქვს. დარწმუნებული ვარ, დიდი მწვრთნელი გახდება და ერთ დღესაც “რეალის” მთავარი მწვრთნელი იქნება. მჯერა, დიდი გუნდის გაძღოლა შეუძლია.

მოურინიო? – მომავალში რა მოხდება არავინ იცის, მაგრამ ახლა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მოურინიო “რეალში” არ დაბრუნდება. ბენიტესი ჩვენი მწვრთნელია და მას ვენდობით. რაფასთან პრობლემები არ გვაქვს.

რონალდუს რაც შეეხება, ვფიქრობ, მადრიდში დარჩება, რადგან აქ თავს კარგად გრძნობს. მართალია ბევრ რამეს ამბობენ, მათ შორის თითქოს ლევანდოვსკის ყიდვას ვაპირებთ, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება”, - თქვა პერესმა.

მოგეხსენებათ, ბოლო დროს ხშირად საუბრობენ რაფაელ ბენიტესის შესაძლო გათავისუფლებაზე და მის შემცვლელბზე, რომელთა შორის ყველაზე რეალურ კანდიდატად ზიდანს ასახელებდნენ, ხოლო მას შემდგომ, რაც ჟოზე მოურინიო უმუშევარი დარჩა, მისი გვარის ახსენეს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:43 | 21.11.2016
KoRBeN DaLLaS (24844)

რაოო ? ესაა дემოკრატია дა სიტყვის თავისუფლება ?
მოვიдა ტრამპი дა მოგვენატრება ეხლა მამათი... DDDDDDDDDD

14:51 | 21.11.2016
BEERTRANCE (97819)

""არასპრავედლივად"" შეაგინაო რა DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

15:00 | 21.11.2016
KoRBeN DaLLaS (24844)

აბაა DDDDDDDD
სპრავეдლივაд მარტო მჯგირი იგინება. პროსტა ჩვენ ვერ ვუგებთ "ღრუზინები" DDDDDDDDD

13:49 | 22.11.2016
BEERTRANCE (97819)

არა "ღრუზინი" ეგაა, ჩვენ მაგისთვის ჯორჯლანდიელები ვიქნებით DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.065782
სარეკლამო ადგილი - 99
X x X