ფეხბურთი

14:09 | 18.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიოს “სიონი” ეპატიჟება

ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო შესაძლოა ფეხბურთის სათამაშოდ ევროპაში დაბრუნდეს. როგორც ბრიტანული გამოცემა “დეილი მეილი” იუწყება, 35 წლის ნახევარმცველის მიმართ ინტერესს შვეიცარიული “სიონი” იჩენს. მოგეხსენებათ, “გაუჩო” ოქტომბრის თვიდან მოყოლებული თავისუფალი აგენტია და უგუნდოდაა. შესაბამისად, “სიონს” მისი დამატება უფასოდ შეეძლება.

სხვათა შორის, მოკრძალებული შვეიცარიული კლუბი ევროპა ლიგის 1/16 ფინალშია გასული და თუ ბრაზილიელი ლეგენდა შეთავაზებას დათანხმდა ევროტურნირებზე თამაშიც შეეძლება.

რონალდიონიო ბოლოს “ფლუმინენსეში” თამაშობდა, რომელთანაც კონტრაქტი ორი თვის წინ გაწყვიტა. რაც შეეხება ბოლო ევროპულ გუნდს, იგი ძველ კონტინეტზე უკანასკნელად იტალიურ “მილანში” ირჯებოდა.

თეგებირონალდინიო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118544