ფეხბურთი

12:04 | 18.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რომას” ავტობუსს კვერცხები დაუშინეს

იტალიის ვიცე-ჩემპიონ “რომას” თავისივე გულშემატკივრები აუმხედრდნენ. “ჯალოროსის” 200-მდე ტიფოზი სავახშმოდ მისულ “რომას” ფეხბურთელებს დახვდა და პროტესტის ნიშნად ავტობუსს კვერცხები ესროლეს. ისინი თავიანთი საყვარელი გუნდის მოთამაშეებს გამოფხიზლებისკენ, ხოლო მთავარი მწვრთნელ რუდი გარსიას დაკავებული თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

საქმე ისაა, რომ სეზონის წინ “რომას” ამბიციები არ აკლდა, ახლა კი იტალიის ჩემპიონატში ძალზე ცუდად თამაშობს და მხოლოდ მეხუთე ადგილზეა 29 ქულით, იტალიის თასზე კი, ორი დღის წინ ქვედალიგელ “სპეციასთანაც” დამარცხდა.

როგორც იტალიური მედია წერს, თუ დამდეგ ტურში “რომა” “ჯენოას” დამარცხებას ვერ შეძლებს, გარსიას პოსტის დატოვება მართლაც მოუწევს...

თეგები“რომა”
0.114632