თამაშგარე

10:25 | 18.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

კარდაშიანი ჰამფრისს დასცინის

მწარედ მოვუტყუებივართ იმას, ვისაც უთქვამს - ადამიანს ცუდი ამბები მალევე ავიწყდება და მერე მთელი ცხოვრება ცდილობს ძველი და მოჟამული ამბები ნაკლებად გაიხსენოსო. მაგალითად, ძუძუდიადი ამერიკელ-სომეხი მოდელის, კიმ კარდაშიანიც ამბავიც ნათლაც ცხადყოფს ამას.

უკვე ორ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც კიმი მის აწუვე ყოფილ ქმარს, ცნობილ ამერიკელ კალათბურთელს, კრის ჰამფრისს გაშორდა. ამ ამბის შემდეგ კარდაშიანის სარეცელში ვისაც კი არ დაეზარა ყველამ იბუღრავა, მაგრამ ეს ქალი მაინც იმ აყლაყუდა ჰამფრისს იხსენებს და ხშირად დასცინის ხოლმე.

ამასწინათ, კარდაშიანების დიდ, მდიდრულ და მრავალი ცოდვის მხილველ ვილაში დიდი წვეულება იყო მოწყობილი, სადაც მრავალი ცნობილი ადამიანი იყო მიწვეული და კიმ კარდაშიანმა თურმე ყველას სულ სიცილ-კისკისით მოუყვა კრისის სიშტერის ამბები და სტუმრები გვარიანად ამხიარულა. ამის მერე მოდი და ენდე ასეთ ქალს...

0.152898