ბელგიური “გენტის” ხელმძღვანელობამ კლუბის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელს ჰეინ ვანჰაეზბრუკს შესანიშნავი მუშაობა დაუფასა და ახალი კონტრაქტი გაუფორმა. აღნიშნული ინფორმაცია “კამეჩების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
ახალი ხელშეკრულების მიხედვით, 51 წლის სპეციალისტი “გენტში” 2018 წლის ივნისამდე დარჩება.
ვანჰაეზბრუკი “გენტის” მთავარი მწვრთნელი 2014 წელს გახდა და სადებიუტო სეზონშივე კლუბს ისტორიაში პირველად ბელგიის ჩემპიონატი და სუპერთასი მოაგებინა, ხოლო მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ხმაურიანი სენსაცია მოახდინა და “გენტი” 1/8 ფინალში გაიყვანა, სადაც გერმანულ “ვოლფსბურგს” დაუპირისპირდებიან.
“გენტი” ბელგიის მიმდინარე ჩემპიონატში 40 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარს “ბრიუგეს” სამი ქულით უსწრებს.