ფეხბურთი

21:20 | 17.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სიტის” აგუერო დაუბრუნდა

“მანჩესტერ სიტის” ერთ-ერთმა ლიდერმა და საუკეთესო ბომბარდირმა სერხიო აგუერომ ვარჯიში განაახლა და დიდი ალბათობით, ორშაბათს ლონდონის “არსენალის” წინააღმდეგ ითამაშებს.

27 წლის არგენტინელმა ქუსლი ნოემბრის ბოლოს დაიზიანა და რამდენიმე შეხვედრის გამოტოვება მოუწია. ის დღეს “სიტის” საწვრთნელ ბაზაზე გამოჩნდა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.

აგუერომ მიმდინარე სეზონში 14 შეხვედრა ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112496