ევროთასის მე-10 ტურის საუკეთესო მოთამაშედ “უნიქსის” ამერიკელი უკანახაზელი კიტ ლენგფორდი დაასახელეს, აღნიშნულ ინფორმაციას ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
“უნიქსმა” “ტრაპზონს” 80:73 მოუგო. ლენგფორდმა გუნდს 22 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა, 1 ბლოკ-შოტი შესძინა. უკანახაზელის მარგი ქმედების კოეფიციენტმა +31 უწია.