პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და “რეალის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ მადრიდში ცხოვრება მოსწონს. მიმდინარე სეზონში “სამეფო კლუბის” ლიდერს პსჟ-ში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.
“პარიზთან შედარებით მადრიდს ვანიჭებ უპირატესობას. შესაძლოა მომავალში ყველაფერი შეიცვალოს. შესაძლოა პარიზში გოგო გავიცნო, იქ ბევრი დრო გავატარო, მაგრამ პარიზში ცხოვრებაზე არ ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ მშვენიერი ქალაქია. ჩემი ამჟამინდელი სამუშაოთი კმაყოფილი ვარ. როდესაც ვიძინებ ვფიქრობ, რომ კარგ საქმეს ვაკეთებ და ამით ხალხს ვაბედნიერებ.” – განაცხადა რონალდუმ Visao-სთან ინტერვიუში.
რონალდუმ მიმდინარე სეზონში 21 მატჩი 21 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. პორტუგალიელი “ოქროს ბურთის” ერთ-ერთი მაძიებელია და წლის საუკეთესო ფებურთელის ტიტულისთვის ლიონელ მესისთან და ნეიმართან ერთად იბრძვის.