როგორც BBC იუწყება, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან 52 წლის სპეციალისტი ჟოზე მოურინიო გაანთავისუფლა. აღნიშნული ინფორმაცია “არისტოკრატების” ოფიციალურ ვებგვერდს ჯერ არ დაუდასტურებია.
პორტუგალიელი სპეციალისტი ინგლისურ გრანდს მეორე ვადით 2013 წლიდან წვრთნიდა.
მიმდინარე სეზონში “ჩელსიმ” პრემიერლიგაში 16 მატჩი ჩაატარა და 15 ქულით მე-16 ადგილზე იმყოფება. “არისტოკრატებმა” 9 მატჩი წააგებს, 3 ფრედ დაასრულეს, ხოლო 4 მოიგეს მოიგეს. მოურინიოს ბოლო მატჩი “ლესტერთან” გახლდათ, სადაც მისი შეგირდები 1:2 დამარცხდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე “ჩელსი” ჯგუფური ეტაპიდან პირველი ადგილით გავიდა, მოურინიომ პორტი მაინც დაატოვებინეს.
“არისტოკრატების” დამრიგებლის პოზიციაზე BBC-ის ცნობით, პეპ გვარდიოლას, გუს ჰიდინკის, ბრენდან როჯერსის და ხუანდე რამოსის კანდიდატურები განიხილება.