ფეხბურთი

18:07 | 17.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ეტოო “ანთალიასფორის” მოთამაშე მწვრთნელია

თურქული “ანთალიასფორის” კამერუნელი თავდამსხმელი სამუელ ეტოო, შეთავსებით გუნდის მწვრთნელი გახდა.

“ბარსელონას”, მილანის “ინტერისა” და “ჩელსის” ყოფილი ფეხბურთელი თურქულ კლუბში ზაფხულში გადავიდა და მასთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან იუსუფ სიმსეკის დათხოვნის შემდეგ, დროებითი თავკაციც გახდა.

“ჩვენ გავმართეთ მოლაპარაკება კლუბის სპორტულ დირექტორ მეჰმეთ უგურლუსა და ეტოოსთან, რომლის შედეგების თანახმად, მივიღეთ გადაწყვეტილება და სამუელი დროებით მწვრთნელად დაინიშნა” - განაცხადა “ანთალიასპორის” პრეზიდენტმა გიულთექინ გენჯერმა.

თურქეთის სუპერლიგაში ჩატარებულ 15 მატჩში, ეტოომ 13 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. გუნდი 20 ქულით მე-9 ადგილზეა.

0.115158