ფეხბურთი

16:02 | 17.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბოატენგი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

გერმანიის ეროვნული ნაკრების მცველი ჟერომ ბოატენგი, თანაკლუბელ რობერტ ლევანდოვსკოს კვალდაკვალ გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა.

მიუნხენის “ბაიერნის” პოლონელმა თავდამსხმელმა ცოტა ხნის წინ ერთბაშად 4 სერთიფიკატი მიიღო: ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკი (3 წუთსა და 22 წამში), ყველაზე სწრაფი პოკერი (5 წუთსა და 42 წამში), ყველაზე სწრაფი პენტა-ტრიკი (8 წუთსა და 59 წამში) და გერმანიის ბუნდესლიგაში, შეცვლაზე შესულმა გაიტანა ყველაზე მეტი გოლი (5 გოლი).

ახლა ლაურეატთა სიაში ბოატენგიც მოხვდა. მისი რეკორდი ბუნდესლიგაში წაუგებელი მატჩების სერიას ეხება, რომელმაც უკვე 56 მატჩი შეადგინა. ბოატენგს გერმანიის ჩემპიონატში 2012 წლის 3 ნოემბრიდან 2014 წლის 19 დეკემბრამდე არ წაუგია.

ბოატენგი “ბაიერნში” “მანჩესტერ სიტიდან” 2011 წლის ზაფხულში გადავიდა. ამ პერიოდში მან სამჯერ მოიგო ჩემპიონატი, ორჯერ დაეუფლა გერმანიის თასს და მოიგო ჩემპიონთა ლიგა 2012/2013 წლების სეზონში.

0.113123