ფეხბურთი

15:31 | 17.12.2015 | ნანახია NaN - ჯერ

რიბერი ორი თვით დაისვენებს

გერმანული გამოცემა Kicker-ის ცნობით, მიუნხენის “ბაიერნის” ფრანგი შემტევი ნახევარმცველის, ფრანკ რიბერის ბარძაყის ტრავმა მოსალოდნელზე სერიოზული აღმოჩნდა და ის მოედანზე ორი თვე ვერ გავა.

32 წლის ფეხბურთელმა ბარძაყის კუნთი ჩემპიონთა ლიგის მატჩში, ზაგრების “დინამოსთან” შეხვედრაში გაიწყვიტა. ეს იყო მისი მხოლოდ მეორე თამაში, თითქმის 9-თვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, რომელიც ტერფის ტრავმით იყო გამოწვეული.

კვირას ბუნდესლიგაში ერთთვიანი შესვენება იწყება და ამრიგად, რიბერის მხოლოდ ერთი სათამაშო თვე გაუცდება. Kicker-ის ინფორმაციით, რიბერის ტრავმა გახდა გუნდის მთავარ მწვრთნელ გვარდიოლასა და ექიმ ფოლკერ ბრაუნის შორის მომხდარი ჩხუბის მიზეზი. მწვრთნელის აზრით, ექიმებმა ფრანკს ნაადრევად მისცეს თამაშის უფლება.

“ბაიერნი” გერმანიის ბუნდესლიგაში პირველ ადგილზეა და “დორტმუნდს” 5 ქულით უსწრებს. შაბათს, “ჰანოვერთან” მატჩში, “ბაიერნს” რიბერის გარდა რობენი, დუგლას კოსტა, ბენატია და ალაბა დააკლდება.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:50 | 03.12.2014
braziliano84 (1301)

იმედია დაიტოვებენ და მიეცემა თამაშის შანსი...

18:29 | 02.12.2014
xixata (156)

რამდენმა ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა დაამთავრა საფეხბურთო კარიერა გუნდის ძებნაში,სამწუხაროა.

17:51 | 02.12.2014
Depor (35)

ააშენებს ქვეყანას

15:03 | 02.12.2014
BEERTRANCE (97819)

წარმატებები

0.062735