უეფას ფინანსური კონტროლის ორგანომ, ევროპის ლიგის გასული გათამაშების ფინალისტ დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” სანქცია დაუწესა და ევროთასებში მონაწილეობა აუკრძალა.
გადასახდების დაგვიანების გამო, ჯამში სანქცია ექვს კლუბს დაუწესდა და აქედან 4-ს ევროთასებში თამაში 3 წლით აეკრძალა. რომელი ადგილიც არ უნდა დაიკავონ “დნიპრომ”, რუმინულმა კლუბებმა “ტირგუ-მურეშმა” და “ასტრამ”, ასევე აზერბაიჯანულმა ბაქოს “ინტერმა”, ისინი 2016/2017, 2017/2018 და 2018/2019 წლების ევროთასებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
კლუბებს 2016 წლის 31 იანვრამდე შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ დაფარეს ყველა გადასახადი, რომლებიც კრედიტორული დავალიანების სახით დაერიცხათ. გარდა აკრძალვებისა, “დნიპროს” ჯარიმის სახით 100 ათასი ევროს, “ასტრას” 80 ათასის, ხოლო “ტირგუ-მურეშსა” და “ინტერს” 50-50 ათასი დაეკისრათ. რუმინეთის კიდევ ერთმა კლუბს “ბოტოშანს” და პორტუგალიურ “ბრაგას” მხოლოდ ფინანსური სასჯელი დაეკისრათ - შესაბამისად 15 და 20 ათასი ევროს ოდენობით.
მოცემული მომენტისთვის “დნიპრო” უკრაინის ჩემპიონატში 28 ქულით მე-4, ევროპის ლიგაზე გამსვლელ ადგილზეა. 27 ქულით ევროპის ლიგის გამსვლელ, მე-3 ადგილზეა აზერბაიჯანის ჩემპიონატში ბაქოს “ინტერი”. რუმინეთის ჩემპიონატში 45 ქულით პირველ ადგილზეა “ასტრა”, ხოლო “ტირგუ-მურეში” 32 წულით მე-6 პოზიციაზეა.