ფეხბურთი

14:07 | 17.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემი” ახალ სტადიონს ააშენებს

“ტოტენჰემის” ახალი წინადადება, რომელიც ლონდონში ყველაზე დიდი საკლუბო სტადიონის აშენებას გეგმავს, მისი შემოგარენის, ჰარინგეის საბჭომ მიიღო.

ახალი სტადიონის ტევადობა 61 ათასი იქნება და ის “ტოტენჰემის” ახლანდელი სტადიონის, “უაიტ ჰარტ ლეინის” მახლობლად უნდა აშენდეს. ვარაუდობენ, რომ მშენებლობა 2018/2019 წლების სეზონისთვის დასრულდება და 400 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაჯდება.

გარდა ფეხბურთისა, სტადიონზე შესაძლებელი იქნება ამერიკული ფეხბურთის თამაში და ამისათვის უნდა დამონტაჟდეს სპეციალური, მოძრავი საფარი. ახლა ეს გეგმა ლონდონის მერმა ბორის ჯონსონმა ოფიციალურად უნდა დაამტკიცოს, რომელმაც უკვე განაცხადა წინასწარი თანხმობა.

თეგებიტოტენჰემი
0.149724