“სან ანტონიო სპურსმა” შინაურ კედლებში ზედიზედ 23-ე მატჩი მოიგო, რითაც საკლუბო რეკორდი დაამყარა. აღნიშნული ფაქტი დღეს დილით დაფიქსირდა, როდესაც ტეხასურმა კლუბმა “ვაშინგტონ უიზარდსს” 114:95 სძლია. მიმდინარე ჩემპიონატში “სპურზს” 14-ვე საშინაო მატჩი აქვს მოგებული, გასული სეზონის ჩათვლით კი, ამ სერიამ უკვე 23 თამაშს უწია.