კალათბურთი

18:39 | 16.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

რევანში არ შედგა

მიმდინარე საკალათბურთო ჩემპიონატის მეორე წრის მესამე ტურის მესამე შეხვედრაში ერთმანეთს ასპარეზობის ერთ-ერთი ლიდერი "სოხუმი" და გამოოკვეთილი აუტსაიდერი, სუპერლიგის დებიუტანტი "აკადემია დაუპირისპირდნენ.

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ფავორიტად ზღვისპირელები ითვლებოდნენ. პირველმა მეოთხედმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა. ვაჟა კვარაცხელიას შეგირდებმა მხოლოდ 2 ქულის სხვაობით შეძლეს პირველ მეოთხედში დაწინაურება. მეორე მეოთხედიდან უპირატესობას სრულად "სოხუმი" დაეუფლა, რაც ანგარიშშიც გამოიხატა 95:69 გაიმარჯვა "სოხუმმა" და დაკარგული ქულებით "ქუთაისი 2010"-თან ერთად მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 21 ქულა "სოხუმისა" და მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა ფილიპ მილერმა დააგროვა. "აკადემიას" შემადგენლობაში ყველაზე შედეგიან ამერიკელ მძიმე ფორვარდ ბრიქსის ანგარიშზე 18 ქულაა. ორივე გუნდის შემადგენლობში ერთ-ერთი საუკეთესო იყო "სოხუმის" მოთამაშე მწვრთნელი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ფორვარდი ლევან ფაცაცია, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა, მის ანგარიშზე 11 მოხსნა, ამდენივე პასი და 8 ქულაა.

შეგახსენეთ, რომ პირველ წრეში ამ გუნდების შეხვედრა 90:71 დასრულდა ზღვისპირელთა სასარგებლოდ, აღნიშნულიდან გამომდინარე "აკადემიას რევანშისთვის უნდა ეზრუნა, რომელიც არ შედგა და კიდევ უფრო დიდი სხვაობით დამარცხდა.

ამჟამად მიმდინარეობს ტურის ბოლო შეხვედრა, "მგზავრები-არმია" "დინამოს" მასპინძლობს. ამ გუნდების პირველი წრის მატჩი "დინამოს აქვს მოგებული, სადაც საკმაოდ მოკრძალებული შედეგი დაფიქსირდა - 48:42.

"სოხუმი" - "აკადემია" 95:69 (23:21, 29:14, 19:22, 24:12)

თეგებისუპერლიგა
0.123234