ფეხბურთი

17:07 | 16.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარტინესმა ვარჯიში განაახლა

მადრიდის “ატლეტიკოს” ბანაკში კარგი სიახლეა. კლუბის თავდამსხმელმა ჯექსონ მარტინესმა ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა – იუწყება “როხიბლანკოს” ოფიციალური ვებგვერდი.

კოლუმბიელი ფორვარდი ნომბერში სანაკრებო შეკრებაზე დაშავდა და დაახლოებით ერთი თვის გამოტოვება მოუწია.

მარტინესმა მიმდინარე სეზონში 15 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.110472