სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ სოფელ ფონიჭალაში მდებარე საჯარო სკოლაში სპორტული დარბაზი მოეწყო. დაიგო ტატამი ძიუდოისტებისათვის. ძიუდოს კლუბში პირველ ეტაპზე 40 ბავშვი ივარჯიშებს, მათ შორის არიან გოგონებიც.
სამინისტრომ ყველა მათგანს გადასცა ძიუდოს ფორმები, პატარებმა საჩუქრად მიიღეს წიგნებიც. სკოლაში 500-ზე მეტი ბავშვი სწავლობს. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიზანია, სპორტი ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის.
ამ პროექტის ფარგლებში ინტენსიურად მიმდინარეობს საჯარო სკოლებში სპორტული დარბაზების მოწყობა და აღჭურვა სპორტული ინვენტარით. ახალი დარბაზი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კრწანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა შოთა ხაბარელმა მოინახულეს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური