იტალიური “ემპოლისა” და საქართველოს ნაკრების ფორვარდი ლევან მჭედლიძე აღდგენით პროცესს გადის. როგორც ინტერნეტპორტალი empolichannel.it-ი იტყობინება, 25 წლის ფეხბურთელმა სამი თვის წინ მიღებული ტრავმა მოირჩინა და მალე სრულ მზადყოფნაშიც იქნება.
აღნიშნული წყარო წერს, რომ მომდევნო კვირის შემდეგ, როცა “ემპოლი” საშობაო შვებულებაში გავა, ქართველი კლუბის ბაზაზე დარჩება და ინდივიდუალურად გააგრძელებს მზადებას.
მჭედლიძის “ემპოლის” განაცხადში ყოფნას დამდეგი წლის პირველ ტურში, 6 იანვარს, მილანის “ინტერთან” მატჩისას ვარაუდობენ. მოგეხსენებათ სექტემბრის დასაწყისში მიღებული ტრავმის გამო ლევანს აღარ უთამაშია და წლეულს მის ანგარიშზე მხოლოდ 4 თამაშია – 2 “ემპოლიში” და ორიც საქართველოს ნაკრების რიგებში.