გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 4 შეხვედრა გაიმართა.
“ბოსტონი” შინ “კლივლენდთან” 77:89 დამარცხდა. შეხვედრაში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც დევიდ ბლატის შეგირდებმა 29:15 მოიგეს. ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 24 ქულა და 7 მოხსნა შესძინა. “კლივლენდი” 16 მოგებით და 7 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციას ერთპიროვნულად ლიდერობს.
“ლეიკერსმა” საკუთარ დარბაზში “გოლდენ სტეიტის” დამმარცხებელ “მილუოკს” 113:95 მოუგო. “ლეიკერსმა” გუნდური კალათბურთი ითამაშა და 7 კალათბურთელს მინიმუმ 10 ქულა ჰქონდა ჩაგდებული, მათ შორის 22 ქულით საუკეთესო კობი ბრაიანტი იყო, რომელმაც 22 ქულა, 6 პასი და 3 მოხსნაც შემატა. “შავმა მამბამ” 7-დან 3 სამქულიანი, 8-დან 4 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო სროლა ჩააგდო.
“ბოსტონი” – “კლივლენდი 77:89 (25:23, 21:17, 15:29, 16:20)
“ბოსტონი”:ბრედლი (17 ქ.), კრაუდერი (14 ქ.), ტომასი (12 ქ.)
“კლივლენდი”: ჯეიმსი (24 ქ. 7 მ.), ლავი (20 ქ. 8 მ.), უილიამსი (10 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=Cyipp7FPvpY
“მინესოტა” – “დენვერი” 100:112 (24, 27, 25:36, 31:29, 20:20)
“მინესოტა”: უიგინსი (23 ქ.), ლავინი (20 ქ.), ტაუნსი (18 ქ.), რუბიო (13 ქ. 9 პ.)
“დენვერი”: ფარიდი (19 ქ. 10 მ.), ფოე (19 ქ.), გალინარი (15 ქ.), ბარტონი (14 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=wVhuWKtbMUw
“საკრამენტო” – “ჰიუსტონი” 107:97 (31:31, 26:19, 25:24, 25:23)
“საკრამენტო”: კაზინსი (26 ქ. 12 მ.), კასპი (19 ქ.), გეი (17 ქ. 13 მ.), კოლინსი (14 ქ. 13 პ.)
“ჰიუსტონი”: ჰარდენი (33 ქ. 7 მ. 6 პ.), ტერი (14 ქ.), ბევერლი (14 ქ.), ვრიუვერი (10 ქ.), არიზა (10 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=TJ9RwGKCyvg
“ლოს ანჯელეს ლეიკერსი” – “მილუოკი ბაქსი” 113:95 (30:25, 25:21, 31:20, 27:29)
“ლეიკერსი”: ბრაიანტი (22 ქ. 6 პ.), რასელი (19 ქ.), უილიამსი (16 ქ.), რანდლე (14 ქ.), ჰიბერტი (12 ქ. 11 მ.), კლარკსონი (12 ქ.), იანგი (10 ქ.)
“მილუოკი”:კარტერ-უილიამსი (19 ქ.), მიდელტონი (16 ქ.), ანტეტოკუნმპო (15 ქ.), პარკერი (12 ქ.)პლამლი (10 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=At_EbZzr8TY