ფეხბურთი

14:37 | 16.12.2015 | ნანახია NaN - ჯერ

ჩიჩარიტომ “მანჩესტერიდან” წასვლის მიზეზზე ისაუბრა

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა ხავიერ ერნანდესს უთხრა, რომ “წითელი ეშმაკების” თავდასხმის ხაზში მისი თამაში 1%-ის ტოლია. აღნიშნული ინფორმაცია ლევერკუზენის “ბაიერის” ფეხბურთელმა ჩიჩარიტომ Marca-ს დაუდასტურა.

“ლუის ვან გაალს ველაპარაკე და მან მითხრა, რომ მე ჩემ პოზიციაზე თამაშის 1% მაქვს, ასე რომ, “ბაიერს” მივაშურე. გერმანიაში პირველივე დღიდან ვიგრძენი მხარდაჭერა. თავს მნიშვნელოვან ფეხბურთელად ვგრძნობ, არა მარტო გატანილი გოლების გამო.” – განაცხადა ხავიერმა.

ჩიჩარიტომ მიმდინარე სეზონში “ლევეკუზენის” რიგებში 24 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა. გერმანიის ჩემპიონატში ერნანდესი გახდა პირველი მექსიკელი ფეხბურთელი, ვინც ჰეთთრიკი შეასრულა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.064275