ჰოლანდიის საფეხბურთო ასოციაციის გადაწყვეტილებით, ენსხედეს “ტვენტე” ევროთასებზე ასპარეზობას სამწლიანი ვადით ჩამოაშორეს. გარდა ამისა, ჰოლანდიური კლუბი ჯარიმის სახით 45 250 ევროსაც გადაიხდის.
აღნიშნულის მიზეზი “ტვენტეს” მიერ გარკვეული რეგულაციების დარღევა გახდა. კერძოდ, ენსხედელებმა ჰოლანდიის ფეხბურთის ასოციაციას სალიცენზიო კომისიას იმ გარიგების შესახებ არ აცნობეს, რომელიც საინვესტიციო კომპანია Doyen Sports-თან იქნა გაფორმებული. შედეგად, “ტვენტემ” 2014-15 წლების ევროპის ლიგაზე თამაშის უფლება კანონდარღვევით მიიღო.