ფეხბურთი

18:35 | 15.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერ იუნაიტედი” ლუკაკუს შეძენას აპირებს

ბელგიის ეროვნული ნაკრებისა და “ევერტონის” ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ კარიერა შესაძლოა “მანჩესტერ იუნაიტედში” განაგრძოს.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, მანჩესტერელები ლივერპულელებთან საერთო ენის გამონახვას ამ ზამთარშივე ეცდებიან, თუმცა ამას მცირე თანხით ნამდვილად ვერ მოახერხებენ. ლუკაკუს მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის 16 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი და “ევერტონის" ხელმძღვანელობა შეტევის ლიდერს იოლად არ შეელევა. 22 წლის ბელგიელ თავდამსხმელს კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს.

0.129295