ზაზა ფაჩულიას “დალასმა” NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგი მატჩი დღეს გამთენიისას “ფინიქსის” წინააღმდეგ გამართა და 104:94 იმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე 28:25 წუთი დაჰყო. ზაზამ ამ დროში გუნდს 4 ქულა, 12 მოხსნა და 3 ჩაჭრა შესძინა, ხოლო ბურთი 5-ჯერ დაკარგა.
“დალასი” 14 მოგებით და 11 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზე იმყოფება, ფაჩულიას გუნდი მორიგ შეხვედრას 17 დეკემბერს “ინდიანასთან” გამართავს.