ვაკო ყაზაიშვილის მიერ “ნაიმეგენის” კარში გატანილი გოლი ჰოლანდიის ერედივიზიონის ნოემბრის თვის საუკეთესო გოლად დასახელდა. ქართველმა შემტევმა თავი 29 ნოემბერს გამოიჩინა და საკუთარ გუნდს დერბი მოაგებინა.
ვაკომ ბურთი საჯარიმოში მიიღო და ერთი შეხებით, მოჭრილი დარტყმით დალაშქრა სტუმართა კარი (იხილეთ გოლი). ყაზაიშვილს ერედივიზიონის მიმდინარე სეზონში ხუთი გოლი აქვს გატანილი.