კატალონიური “ესპანიოლის” ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან სერხიო გონსალესი გაათავისუფლა. აღნიშნული ინფორმაცია “თუთიყუშების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
39 წლის სპეციალისტს შაბათს “სელტასთან” განცდილი მარცხი (0:1) არ აპატიეს და კარისკენ მიუთითეს. “ესპანიოლი” 15 ტურის შემდეგ ლა ლიგაში მე-12 ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონას მხოლოდ 3 ქულით უსწრებს.
გეტყვით, რომ სერხიო გონსალესი “თუთიყუშების” მთავარი მწვრთნელი 2014 წლის 27 მაისს გახდა, როდესაც ხავიერ აგირე შეცვალა. იქამდე კი, “ესპანიოლის” სარეზერვო გუნდს წვრთნიდა.