რაგბი

18:57 | 14.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

გორგაძის წარმატებული დებიუტი ელიტაში

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების მესამეხაზელ ბექა გორგაძეს, საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიო პრო დ2-ის მე-12 ტურში “მონ-დე-მარსანის” პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა.

19 წლის ქართველმა გიორგი ნემსაძის, ირაკლი მირცხულავასა და კახაბერ კობერიძის “ტარბისთან” შეცვლაზე დასკვნითი 12 წუთი ითამაშა და მისი გამოჩენა “მონ-დე-მარსანისთვის” ფეხბედნიერი აღმოჩნდა. მანამდე, ახალგაზრდა ქართველს, ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად თამაშში 7 წუთით (29-36 წთ.) მოუწია ჩართვა. ამ 7 წუთში, კონკრეტულად 33-ე წუთზე, მასპინძლებმა ჯარიმა გაიტანეს და ჩამორჩენა შეამცირეს (6:13), ხოლო უკანასკნელ წუთზე, 5-მეტრა შერკინებაში, სადაც გორგაძე შერკინების შემკვრელად იდგა, “ტარბი” ვერ დადგა, საჯარიმო ლელოთი დაისაჯა და “მონ-დე მარსანმა” ზუსტი გარდასახვის შემდეგ 21:19 იმარჯვა. “ტარბის” განაცხადში ქართველ ლეგიონერებს არ უთამაშიათ. აღსანიშნავია, რომ სტუმრები 67-ე წუთისთვის 19:9 იგებდნენ, მაგრამ მასპინძლებმა დასკვნით 13 წუთში 2 ლელო დადეს და ერთი გარდასახვა გამოიყენეს.

წარმატებულ თამაშს აგრძელებს ზაზა ნავროზაშვილის “ლიონი”, რომელმაც სტუმრად ელიზბარ ყუფარაძის “დაქსი” სტუმრად 33:26 დაამარცხა. ნავროზაშვილი განაცხადში არც ამჯერად იყო, ხოლო ყუფარაძემ თამაში სასტარტო 15-ეულში დაიწყო და მოედანზე 56 წუთი გაატარა. “ლიონმა” 73-ე წუთზე კურიოზული ლელო გაიტანა – ფეხით გადაკიდებული ბურთი ლელოს ხაზთან ალამ მოხვდა, ასხლეტილი “ლიონის” მორაგბის ფეხიდან რიკოშეტით ჩათვლის მოედანში შეგორდა და შემტევმაც საჩუქარი შეირგო. მაგრამ ბოლოს სტუმრები საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ პრემია ვერ აიღეს, თუმცა ამით “დაქსს” არაფერი ერგო.

ანტონ ფეიქრიშვილის “ბეიონმა” “მონტობანი” 27:9 დაამარცხა და სამი უპასუხო ლელოსთვის პრემიალური ქულაც ჩაიწერა. ქართველი ბურჯი თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო და მას შემდეგ მასპინძლებმა 2 ლელო გაიტანეს.

დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის “პერპინიანმა” ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და გიორგი შარაშიძის “ორიაკს” უმასპინძლა, ერთის წილ 4 ლელო გაუტანა და პრემიალური ქულით, 34:19 დაამარცხა. მასპინძელთა შორის ქართველ ლეგიონერებს არ უთამაშიათ. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 58-ე წუთზე შეცვალეს შარიქაძე, რომელსაც პერიოდულად შერკინებაშიც უწევდა დადგომა, დათუნაშვილი და ხატიაშვილი კი, შეცვლაზე დასკვნითი 20 წუთით შევიდნენ. “ორიაკმა” თავისი ერთადერთი ლელო 76-ე წუთზე მოლით გაიტანა, რომელშიც რაღა თქმა უნდა ჩართული იყვნენ ქართველი მორკინალები. “ორიაკისთვის” ეს მესამე მარცხია უკანასკნელ 4 შეხვედრაში (ბოლო 2 ზედიზედ) და გუნდმაც პოზიციები დათმო.

ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის “ალბი” ლაშა ლომიძის “ბეზიეს” დაუზავდა - 16:16. მატჩში მონაწილეობა ორმა ქართველმალეგიონერმა მიიღო და ორივე შეცვლაზე შევიდა: შეყლაშვილი 56-ე, ხოლო ლომიძე მე-60 წუთზე. აღსანიშნავია, რომ “ბეზიემ” წონასწორობა 52-ე წუთზე ჯარიმით აღადგინა და მას შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა, არადა, სტუმრებს ორი კარგი სალელოვე შანსი ჰქონდეთ.

ასტამურ იოსელიანისა და ტარიელ რატიანიძის “ნარბონი” სტუმრად 16:19 დამარცხდა “კოლომიესთან” და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა. რატიანიძემ შეცვლაზე 48-ე წუთიდან ითამაშა. მასპინძელთა შორის 67-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა რუმინეთის ნაკრების კვაჭმა ოთარ ტურაშვილმა. გიორგი ზაქაშვილის “ექს-ან-პროვანსი” “ბურგუენს” ეწვია და ქართველი ლეგიონერის გარეშე 12:33 დამარცხდა.

2015-2016 წლების პრო დ2-ის სეზონი. XII ტური

10-13 დეკემბერი

ბეიონი - მონტობანი 27:9

პერპინიანი - ორიაკი 34:19

ალბი - ბეზიე 16:16

ბიარიცი - კარკასონი 44:16

კოლომიე - ნარბონი 19:16

ბურგუენი - ექს-ან-პროვანსი 33:12

მონ-დე-მარსანი - ტარბი 21:19

დაქსი - ლიონი 26:33

გუნდები +/-

1.

ლიონი

12

11

0

1

407:210

49

5

2.

ბეიონი

12

8

1

3

342:269

39

5

3.

ბეზიე

12

7

1

4

332:246

33

3

4.

ორიაკი

12

7

0

5

334:276

33

5

5.

პერპინიანი

12

6

1

5

264:241

30

4

6.

კოლომიე

12

6

2

4

255:252

30

2

7.

ალბი

12

6

1

5

222:233

28

2

8.

ნარბონი

12

5

0

7

264:240

26

6

9.

ბურგუენი

12

5

0

7

227:256

25

5

10.

მონ-დე-მარსანი

12

5

0

7

239:254

25

5

11.

ბიარიცი

12

5

0

7

262:239

24

4

12.

მონტობანი

12

5

0

7

223:272

23

3

13.

კარკასონი

12

5

0

7

211:338

21

1

14.

დაქსი

12

4

0

8

237:301

18

2

15.

ექს-ან-პროვანსი

12

3

0

9

203:343

13

1

16.

ტარბი

12

5

0

7

217:269

8

3

ტარბის დაკლებული აქვს 15 ქულა

XIII ტური. 17-20 დეკემბერი

ბეზიე - პერპინიანი; ლიონი - კოლომიე; ექს-ან-პროვანსი - ბეიონი; კარკასონი - მონ-დე-მარსანი; ტარბი - ბიარიცი; დაქსი - ბურგუენი; მონტობანი - ნარბონი; ორიაკი - ალბი

0.108218