გაიმართა უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების წილისყრა. განსაკუთრებული წყვილებია “არსენალი” – “ბარსელონა”, პსჟ – ‘ჩელსი” და “იუვენტუსი” – “ბაიერნი”. აი, მართლაც რომ სუპერწყვილები.
არსენ ვენგერის გუნდს, როგორც ხშირად ხდება, არ უმართლებს წილისყრაში და უკვე მერამდენედ ხვდება ფლეი-ოფში “ბარსელონას”. პსჟ-“ჩელსი” წინა სეზონშიც მერვედფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და პარიზელებმა დამატებით დროში გატეხეს ლონდონელები.
გაუმართლა “ვოლფსბურგს”, რომელსაც ბელგიური “გენტი” შეხვდა. აქვე, ყველა წყვილზე:
დინამო კიევი (უკრაინა) – მანჩესტერ სიტი (ინგლისი)
ბენფიკა (პორტუგალია) – ზენიტი (რუსეთი)
გენტი (ბელგია) – ვოლფსბურგი (გერმანია)
არსენალი (ინგლისი) – ბარსელონა (ესპანეთი)
პსჟ (საფრანგეთი) – ჩელსი (ინგლისი)
იუვენტუსი (იტალია) – ბაიერნი (გერმანია)
პსვ (ჰოლანდია) – ატლეტიკო (ესპანეთი)
რომა (იტალია) – რეალი (ესპანეთი)
16/17 და 23/24 თებერვალს იქნება პირველი მატჩები, ხოლო 8/9 და 15/16 მარტს – საპასუხოები. შეგახსენებთ, ფინალი 28 მაისს მილანის “სან სირიზე” გაიმართება.