კალათბურთი

14:32 | 14.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილის გუნდი ერთპიროვნულად გალიდერდა

ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ტოჩიგი ბრექსმა” იაპონიის საკალათბურთო ჩემპიონატში კიდევ 2 გამარჯვება იზეიმა და ტურნირის ერთპიროვნულ ლიდერად იქცა.

ტოჩიგელებმა მიჯრით 2 დღის განმავლობაში დაპირისპირება “ჰიროშიმა დრაგონფლაისთან” გამართეს და მეტოქე ჯერ 88:71 დაამარცხეს, შემდეგ კი – 73:62.

პირველ თამაშში ცქიტიშვილმა მოედანზე 14 წუთი დაჰყო და 6 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

მე-2 შეხვედრაში ნიკას უარესი სტატისტიკა ჰქონდა. მან 15 წუთში ოთხივე ორქულიანი ააცილა და ოთხ მოხსნას 1 დაფარება წაამატა.

“ტოჩიგი ბრექსს” 16 მოგება და 2 მარცხი აქვს და პირველ ადგილზეა, მომდევნო მატჩები კი 19-20 დეკემბერს “ჩიბა ჯეტსთან” ელის.

0.137397