საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარცველის ჯანო ანანიძის შეძენით ესპანეთის პრიმერადივიზიონის კლუბები “ლევანტე” და “რეალ სოსიედადი” ინტერესდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას mediosdeportivos.com ავრცელებს.
ქართველი ფეხბურთელის ესპანეთში შესაძლო გადასვლის შესახებ ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ, თუმცა მისი შეძენის მსურველი კლუბები აქამდე არ სახელდებოდა.
23 წელის ნახევარცველი მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოსა და შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებთა მატჩში (1:0) დაშავდა და ოპერაციის გადატანა მოუხდა, ამჟამად კი აღდგენით პროცესს გადის.
ანანიძე მოსკოვის “სპარტაკის” ახალგაზრდული გუნდიდან ძირითადში 2009 წელს დააწინაურეს, მაგრამ მოსკოვურ კლუბში სტაბილურ სათამაშო პრაქტიკას მოკლებულია.